"ჩვენ ვართ თაობა, სადაც შეიძლება საქართველოს დამოუკიდებლობა დასრულდეს" - სააკაშვილმა ახალგაზრდებს საკუთარ სახლში უმასპინძლა

ეს პერსონა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინაში საკუთარ სახლში ქართველ ახალგაზრდებს უმასპინძლა. სააკაშვილმა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა. ყოფილი პრეზიდენტი  გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ აღნიშნულით  დასავლეთი ძალიან უკმაყოფილო დარჩა. 

"ეს არის პრელუდია საქართველოს დამოუკიდებლობის გაუქმების. ჩვენ ვართ თაობა, სადაც შეიძლება საქართველოს დამოუკიდებლობა დასრულდეს, ახლა ქმედებებია საჭირო და ბოლომდე უნდა წავიდეთ.

მივმართავ ყველას, რეალურად აქ წყდება საკითხი, წყალსაც წაუღია ყველა პარტია, წყალსაც წაუღია ყველა, ვინც იძახის შემდეგი მე ვარო. მინდა ყველას გვესმოდეს, სად ვართ. გუშინ ყველა მეკითხებოდა, რატომ ხარ მოწყენილიო, იმიტომ, რომ სამშობლოს ვკარგავ. საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი. ზუსტად ვიცი, რომ იქნება უმაგრესი ქვეყანა, ზუსტად ვიცი, რომ იქნება წარმატებული, არ უნდა წამოვეგოთ არც ერთ პროვოკაციას. უნდა ვიყოთ მშვიდები, რუსებს საბაბი არ უნდა მივცეთ სამხედრო ჩარევის და არც სუვერენიტეტის გაუქმების. რუსეთმა რაც ვერ შეძლო 2008 წელს აკეთებს 2019 წელს.

ივანიშვილის ინტერესი რა არის?! ივანიშვილმა იცის, რომ არჩევნები და ყველაფერი წაგებული აქვს, რაც არ უნდა ყირაზე დადგეს და ბარემ ბოლომდე გამოაცხადებს დიქტატურას. პრემიერად დანიშნა გახარია, რომელიც ღია აგენტია რუსეთის. ამერიკელებმა უთხრეს, არ დანიშნოთო, შემთხვევითი ხომ არ არის, ამერიკის ელჩი დანიშნეს მეორე დღეს, რაც გახარია წამოაყენეს. ძალიან მაღალ ტონში იყო საუბარი ამერიკის და ივანიშვილის წარმომადგენელებს შორის ამ თემაზე, რას აკეთებთ, თქვენ გიჟები ხომ არ ხართო, მაგრამ ეს ივანიშვილისთვის სულერთია. “, - განაცხადა სააკაშვილმა.

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top