"შსს-მ გამოიყენა არაფორმალური ჯგუფები, ე.წ. ზონდერები 20 ივნისის აქციის დაშლისას" - ანა დოლიძე

ეს პერსონა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოდან Facebook Live-თ 20 ივნისის საქმეზე დაკავებულთა სასამართლო პროცესზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 20 ივნისის აქციის დაშლისას შსს-მ არაფორმალური ჯგუფები გამოიყენა.

"დღეს არის 20 ივნისის საქმეზე დაკავებულთა პროცესი, 7 ადამიანის. ეს საქმე დაეწერა მოსამართლე ალექსანდრე იაშვილს, რომელიც შედარებით ახალი მოსამართლეა.როგორც ჩანს ერთმა დაკავებულმა აღიარა თავი დამნაშავედ. თუმცა პოლიტიკურად აქ არის ხელისუფლების მხრიდან ცალკარას თამაში. აქ იგულისხმება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა არაფორმალური ჯგუფები, ე.წ. ზონდერები 20 ივნისის აქციის დაშლისას. ეს არის უფლებამოსილების გადამეტება მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან. და არანაირად არ იყო ეს ერთი რომელიმე პოლიციელის საკითხი, რომელიც დღეს არის ბრალდებული ან გადაყენებული, ეს იყო ოპერაციის განკარგვის და ზონდერძალების საკითხი, რომელიც პირდაპირ ეხება ბატონ გიორგი გახარიას." - განაცხადა ანა დოლიძემ.

 

0
1
1
1
2
კომენტარები
ეს პერსონა
Top