ოთარ კახიძე "გირჩის" ლიდერს ადანაშაულებს

ეს პერსონა

სააკაშვილის ყოფილი თანამებრძოლების პოლემიკა სოციალურ ქსელებში გრძელდება: ზურაბ ჯაფარიძის პასუხმა, რომელიც მან დღეს ჩაწერა ევროპული საქართველოს აქტივისტებისთვის საბჭოთა წითელი დროშის ფონზე, წყობიდან გამოიყვანა ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე ოთარ კახიძე. 

"დღეს ნაცმოძრაობის ყოფილმა აღმასრულებელმა მდივანმა და აწ უკვე გირჩის ლიდერმა მიმართვა ჩაწერა, რომელსაც არ გამოვეხმაურებოდი, მაგრამ ამ პარტიის ადეკვატურ, არაქოც მხარდამჭერებს მინდა ვუთხრა -

მეგობრებო, ბრალდებები იმის შესახებ, რომ:

- შალვა შავგულიძე არის "ფასადზე გამოდგმული თოჯინა"

და

- "ძალადობრივი სისტემები" ევროპული საქართველოს აწყობილია და ისევ ძალადობას გავაგრძელებთ -

არის სუფთა ქოცური ნარატივი და ივანიშვილის მესიჯბოქსი.

უბრალოდ, რომ იცოდეთ და გაითვალისწინოთ. ✌️" - წერს ოთარ კახიძე, რომელიც სააკაშვილის მმართველობისას იუსტიციის მინიტრის ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო. 

"გირჩზე" თავდასხმები 19 მაისის არჩევნების მეორე დღესვე დაიწყო. ოპოზიციის ცნობილმა სახეებმა ღიად მოითხოვეს "გირჩისაგან" მთაწმინდის არჩევნების მეორე ტურში მხარი "ევროპული საქართველოს" კანდიდატისთვის დაეჭირა. 

http://espersona.ge/article/630

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top