"მამაჩემმა ჩვენი საცხოვრებლის ეზოში, ვაზის ტალავერზე ჯაჭვით მაისში ორჯერ დამაბა" - მოზარდის სკანდალური ჩვენება

ეს პერსონა

 თბილისში, მამის მიერ შვილზე ძალადობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მოზარდის ჩვენებაში, რომელიც "იმედის კვირამ" მოიპოვა აღწერილია ძალადობის სცენა, რომელსაც მამა 14 წლის შვილის მიმართ ახორციელებდა. 

„მამაჩემმა მაისში ორჯერ დამაბა. ჩვენი საცხოვრებლის ეზოში, ვაზის ტალავერზე ჯაჭვით. მან ამ დაბმით დამსაჯა იმის გამო, რომ გარკვეული პერიოდის წინ, მოვიპარე სახლიდან ფული. თუმცა იგი სხვა დროსაც არაერთხელ გამბრაზებია. ხშირად მეჩხუბებოდა, მიყვიროდა და აგრესიულად იყო განწყობილი. მე მის სიყვარულს ვერ ვგრძნობდი. მიშლიდა ბურთის თამაშს, ეზოდან როცა გავდიოდი საცემრად იწევდა...

სახლში შემიყვანა. ჯაჭვით დამაბა. დაბმის შემდეგ მაჭამა ყველი და პური. დაახლოებით 21 საათისთვის დაძინება დავაპირე და მამაჩემმა ფეხზე მომხსნა ჯაჭვი და ყელზე შემომახვია. მერე ისევ საწოლის ფეხზე მიმაბა ისე, რომ ვერ გავხსნიდი, რადგან ბოქლომი ედო. მთელი ღამე ჯაჭვით დაბმულს მეძინა. მერე დილით ისევ ტალავერზე უნდა დავები. მე დავიწყე ტირილი და ვუთხარი, რომ ასე არ შემეძლო. ფეხზე შემოხვეული მქონდა ტომარა, რომ დაზიანება არ შემტყობოდა, - წერს ბიჭი ჩვენებაში.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და წამებაში ბრალდებული ბ.ი. დამნაშავედ ცნო. მოძალადეს  სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ტეგები:
0
0
0
1
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top