არჩილ თალაკვაძე "ევროპული საქართველოს" დადგენილებაზე: აგრესიული ფსევდოპატრიოტიზმით ეს ქვეყანა ვერ გაერთიანდება

ეს პერსონა

პარლამენტში ბიუროს სხდომაზე, „ევროპული საქართველოს“ დადგენილების პროექტზე ისაუბრეს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ინიციატივის შეფასებისას განაცხადა, მმართველი გუნდი "აგრესიულ ფსევდოპატრიოტიზმს" მხარს არ დაუჭერს.

"აგრესიული ფსევდოპატრიოტიზმით ეს ქვეყანა ვერ გაერთიანდება. ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც იქნება აგრესიული ფსევდოპატრიოტიზმი, მმართველი გუნდი მხარს არ დაუჭერს. თუ გჯერათ რომ ტერიტორიული მთლიანობა ასე აღდგება, შეიტანეთ თქვენს საარჩევნო პროგრამაში 2020 წელს და შეხვდით საზოგადოებას, მიიღეთ მანდატი, - განაცხადა თალაკვაძემ. 

ცნობისთვის, ​ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „ევროპული საქართველოს“ დადგენილების ტექსტს დღეს მხარი არ დაუჭირა. აღნიშნული პროექტის არსს შემდეგი სამი პუნქტი წარმოადგენს: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანას და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში; ასევე, ევროპის კავშირის და აშშ-ის მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შეტანას; აგრეთვე, ევროპის კავშირმა და აშშ-მა სანქციების შემოღებას ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top