მიხეილ სააკაშვილი: უკრაინაში კარგს ვსვამთ, კარგს ვჭამთ, მაგრამ გული გახეთქვაზე მაქვს... გუშინ მეკითხებოდნენ, რატომ ხარ მოწყენილიო, რატომ ვარ და სამშობლოს ვკარგავ

ეს პერსონა

მინდა, ყველას გვესმოდეს, სად ვართ. უკრაინაში კარგად ვართ, კარგს ვსვამთ, კარგს ვჭამთ, შეიძლება კარგად მოვილხინოთ და ყველაფერი, მაგრამ გული მართლაც გახეთქვაზე მაქვს, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში, ახალგაზრდებთან განაცხადა, რომლებიც მასთან სახლში სტუმრად იმყოფებოდნენ.

„ ესენი უნდა ჩამოგვეშორებინა ხელისუფლებიდან გუშინ, გუშინ წინ, სამი თვის წინ, ერთი წლის წინ, ხვალაც შეიძლება არ იყოს გვიან. მოსაშორებლები არიან ყველა მორალის ფარგლებში დასაშვები მეთოდებით. მივმართავ ყველას, რეალურად ახლა აქ წყდება საკითხი, წყალსაც წაუღია ყველა პარტია, წყალსაც წაუღია ყველა, ვინც რიგში დგას და იძახის შემდეგი მე ვარო. მინდა, ყველას გვესმოდეს, სად ვართ. უკრაინაში კარგად ვართ, კარგს ვსვამთ, კარგს ვჭამთ, შეიძლება კარგად მოვილხინოთ და ყველაფერი, მაგრამ გული მართლაც გახეთქვაზე მაქვს. გუშინ ყველა მეკითხებოდა, რატომ ხარ მოწყენილიო, რატომ ვარ და სამშობლოს ვკარგავ. საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი. ზუსტად ვიცი, რომ იქნება უმაგრესი და წარმატებული ქვეყანა მსოფლიოში. არ უნდა წამოვეგოთ არც ერთ პროვოკაციას, უნდა ვიყოთ მშვიდები. რუსეთს არ უნდა მივცეთ სამხედრო ჩარევის საბაბი და არც მით უმეტეს, სუვერენიტეტის გაუქმების. რუსეთმა რაც ვერ შეძლო 2008 წელს, აკეთებს 2019 წელს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

1
5
2
1
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top