ასპინძაში ყირიმ-კონგოს დიაგნოზით ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

ეს პერსონა

ასპინძაში ყირიმ-კონგოს დიაგნოზით ახალგაზრდა მამაკაცი  გარდაიცვალა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ადასტურებენ. მამაკაცი სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული და სავარაუდოდ, დაავადება ცხოველთან კონტაქტის დროს ტკიპის ნაკბენის შედეგად განუვითარდა. ამ დროისთვის გარდაცვლილის ოჯახის წევრები სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. 

დაავადება 10-40%-ში სიკვდილით მთავრდება. ვირუსის მატარებლები არიან გარეული და შინაური ცხოველები:  მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი და თხა, ფრინველებიდან კი - სირაქლემა. ვირუსი ადამიანებს გადაეცემათ ტკიპის კბენით, ან ინფიცირებული ცხოველის დაკვლის შემდეგ მათ სისხლთან, ან ქსოვილებთან კონტაქტისას. 

წყარო: imedinews.ge
0
0
1
2
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top