საქართველოს პარლამენტში „თამბაქოს შესახებ კანონში“ ცვლილებებს განიხილავენ

ეს პერსონა

საქართველოს პარლამენტში „თამბაქოს შესახებ კანონში“ ცვლილებებს განიხილავენ. საუბარია თუთუნის დაბეგვრასა და თამბაქოს ახალი ნაწარმის ცნების შემოღებაზე. კანონპროექტი ასევე, ითვალისწინებს თამბაქოს ახალ ნაწარმზე სამედიცინო გაფრთხილების დატანის განსხვავებული წესის გავრცელებას და თითოეულ შეფუთვაზე  საქართველოს კანონმდებლობით დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილება განთავსდება.

ინიციატორები ამბობენ, რომ სიგარეტის გაძვირების შემდეგ მოქალაქეები უფრო ხშირად თუთუნზე და ელექტრონულ სიგარეტზე გადადიან. ახალი ცვლილებების ერთ-ერთი მიზანი კი ახალგაზრდებზე ზრუნვაა. ასევე, ამ ინიციატივით ბიუჯეტში დამატებითი თანხა უნდა შევიდეს.

კანონპროექტთა პაკეტი, პირველი მოსმენით, პარლამენტის პლენარულ სხდომას წარედგინება.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top