გირჩი კოალიციაში შესაძლო შესვლის საკითხზე პოზიციას ავრცელებს

ეს პერსონა

"გირჩი შევა თუ არა ვინმესთან კოალიციაში, ამას გადაწყვეტენ გირჩის პარტნიორები, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან ჩვენს პორტალზე" - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ ვახო სანაიას გადაცემაში "ხალხის პოლიტიკა".

გირჩის პორტალზე ამ ეტაპზე 2 000-მდე ადამიანი არის რეგისტრირებული და საბოლოო ჯამში სწორედ ეს ადამიანები მიიღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას გირჩის კოალიციაში შევსლის საკითხზე.

შეგახსენებთ, რომ 13 სექტემბერს "ევროპულმა საქართველომ" და "თავისუფალმა დემოკრატებმა" სხვა ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდეს მმართველ პარტიასთან შესაძლო თანამშრომლობა ახლავე გამორიცხონ და დააფიქსირონ, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში არ შევლენ. აღნიშნული გადაწყვეტილება კი მემორანდუმის სახით გააფორმონ.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top