პარლამენტში "სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს განიხილავენ

ეს პერსონა

იურიდიული კომიტეტი დღეს "სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავს. 

კანონპროექტი ითვალისწინებს ახალი თანამდებობის ოპერატიული მუშაკის შემოღებასა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სტაჟირების სისტემის დანერგვას.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისგან გათავისუფლდებიან ის პირები, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებული აქვთ მოსამართლეობის, პროკურატურის ან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის მიმართულებით.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდება. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top