ზესტაფონში დედისა და ორი შვილის გარდაცვალების მიზეზი არასწორად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებელია

ეს პერსონა

სოკარ ჯოკრჯიას თანამშრომლებმა ზესტაფონში მომხდარი ტრაგედიის ადგილი შეამოწმეს. პირველადი დათვალიერებით ირკვევა, რომ დედა-შვილების გარდაცვალების მიზეზი არასწორად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლი გახდა.

როგორც კომპანიაში ამბობენ, ბიბილაშვილის ქუჩაზე მდებარე აღნიშნული ბინა არაგეგმიურად მიდინარე წლის აპრილის თვეში შემოწმდა. ბინა, სადაც ტრაგედია მოხდა დაკეტილი იყო, რის გამოც მისი გადამოწმება ვერ მოხდა. 

ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა და ბინა დალუქულია. 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კი იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძემ იმერეთის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტის მერთან საგანგებო თათბირი ჩანიშნა. შეხვედრაზე, რომელსაც ადგილობრივი გაზის კომპანიის წარმომადგენლებიც დაესწრებიან, გაზიფიცირებული ზონის შემოწმების შესახებ იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, რომ ზესტაფონში, ბიბილაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალისა და მისი ორი მცირეწლოვანი შვილის ცხედრები აღმოაჩინეს. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე​ პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

0
0
0
7
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top