მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში ძიუდოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებს უმასპინძლა

ეს პერსონა

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ახალგაზრდეს მიხეილ ბატიაშვილი სამინისტროში შეხვდა და გამარჯვება მიულოცა. მინისტრმა ძიუდოისტებსა და ფედერაციას სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, რომ სამინიტრო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქართველმა სპორტსმენებმა კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიონ.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს მსოფლიო პირველობა, რომელიც ოქტობრის თვეში მაროკოში ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ ფინეთში დასრულებულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა ინდივიდუალურ შეჯიბრში 6 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ქართველებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს, ხოლო გუნდურ შეჯიბრში გოგონათა და ვაჟთა გაერთიანებული ნაკრები ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top