უეფას ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლის სეზონი სენსაციებით დაიწყო

ეს პერსონა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტური საკმაოდ საინტერესო გამოდგა. მილანის ინტერმა, რომელიც ცალსახა ფავორიტად სახელდებოდა, სლავია პრაღასთან ქულა და თითო გოლი გაცვალა სტუმარი გუნდის კარში. არაპროგნოზირებადი იყო ლიონის ყაიმი ზენიტთან, რომლებმაც ასევე, თითო გოლი გაცვალეს.

ტურის ყველაზე დიდი სენცასია კი იტალიის ქალაქ ნეაპოლში ვიხილეთ, სადაც წინა სეზონის ჩემპიონი, ინგლისის ლივერპული ნაპოლისთან ანგარიშით 2:0 დამარცხდა და უსახური თამაში უჩვენა.

უჩვეულოდ სუსტად გამოიყურებოდა ფრენკ ლამპარდის გუნდიც, რომელმაც სახლში ვალენსიასთან დათმო 3 ქულა. 

რაც შეეხება კატალონიის ბარსელონასა და დორტმუნდის მატჩს, თამაში ფრედ, 0:0 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპის მეორე ტური ხვალ, 18 სექტემბერს, იმავე დროს ჩატარდება და ტურის ყველაზე საინტერესო შეხვედრას პარიზში ვიხილავთ, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი პარისენჟემენი და მადრიდის რეალი დაუპირისპირდებიან. 

1
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top