აშშ-ს საელჩო: იმისათვის, რომ ამ საოცარი ქვეყნის შესახებ ადამიანებს გავაგებინოთ გადავწყვიტეთ, მხარი დავუჭიროთ ბლოგერებს

ეს პერსონა

აშშ-ს საელჩო, საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით, მხარს დაუჭერს ბლოგერებს, რომლებიც წერენ მოგზაურობაზე, კულინარიაზე, ფოტოგრაფიაზე, მუსიკაზე, მოდასა და სხვა თემებზე, - ამის შესახებ ინფორმაციას  სალჩოს "ფეისბუქის" გვერდზე ვკითხულობთ.

"მსოფლიოში უამრავ ადამიანს ჯერ კიდევ წინ აქვს საქართველოს აღმოჩენის სიამოვნება.
იმისათვის, რომ ამ საოცარი ქვეყნის შესახებ მათ გავაგებინოთ ამერიკის საელჩოში გადავწყვიტეთ, მხარი დავუჭიროთ ბლოგერებს, რომლებიც წერენ მოგზაურობაზე, კულინარიაზე, ფოტოგრაფიაზე, მუსიკაზე, მოდასა და სხვა მრავალ თემაზე, რომლითაც საქართველო გამოირჩევა.
@foodieflashpacker ერთ-ერთი მათგანია და მალე მის შთაბეჭდილებებზეც გიამბობთ.
თქვენ რომელ ამერიკელ ბლოგერებს მოიწვევდით საქართველოში და რას ურჩევდით მათ?", - აღნიშნულია აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top