პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, ევროპული საქართველოს წევრები ბრიფინგს მართავენ - LIVE

ეს პერსონა

ევროპული საქართველოს ლიდერებმა სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს და პარტიის პოზიცია დააფიქსირეს. მათ განაცხადეს, რომ წყაროს დასახელებას არ აპირებენ , თუმცა საქმე კორუფციასთან გვაქვს და აუცილებელია პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს. 

,,საქართველოს გენერალური პროკურატურის პირდაპირი ვალდებულებაა, რომ ოფიციალურად დაიწყოს აღნიშნულ საქმეზე გამოძიება. პროკურატურამ უნდა გადაამოწმოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის შესაძლო კავშირები შეწყალებული მსჯავრდებულების ოჯახებთან, მათ ადვოკატებთან და ჩაატაროს ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ამ გარემოებებს ნათელს მოჰფენს. თუ გენერალურ პროკურატურას პოლიტიკური ნება არ ეყოფა, რომ რეალური ნაბიჯები გადადგას და გამოიძიოს აღნიშნული ინფორმაციის ნამდვილობა, მაშინ „ევროპული საქართველო“ გამოვა ინიციატივით, რომ შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია და ჩვენ, დეპუტატებმა გამოვიძიოთ აღნიშნული გარემოებები, თუმცა არც იმის ილუზია მაქვს, რომ „ქართულ ოცნებას“ ამის პოლიტიკური ნებაც ეყოფა." - განაცხადა ბრიფინგზე ევროპული საქართველოს წევრმა, ოთარ კახიძემ.

 

 

 

 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top