ემზარ კვიციანი სახალხო დამცველს: 8 სექტემბერს თავს დამესხნენ ე.წ. აქციის მონაწილეები, თქვენ ეს არ შეგიმჩნევიათ?

ეს პერსონა

"პატრიოტთა ალიანსის" წევრმა, ემზარ კვიციანმა პარლამენტში სადაც სახალხო დამცველის ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს.  ნინო ლომჯარიას კითხვით მიმართა. როგორც კვიციანმა აღნიშნა, მას სახალხო დამცველისგან მიუვიდა 6 ფურცლიანი დოკუმენტი, სადაც წერია, რომ ადამიანის უფლებები დააღვიეს მან და სოფო კილაძემ.

"8 სექტემბერს თავს დამესხნენ დეპუტატს ე.წ. აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები. გამომეკიდნენ, მლანძღეს, თქვენ ეს არ შეგიმჩნევიათ?

 როდესაც ბენდუქიძეს მოღალატე უწოდეს და აქტივისტებმა შემოსძახეს ისინი ხულიგნობის მუხლით ციხეში გაუშვეს - გახსოვთ, ალბათ, ძალიან კარგად. სიძულვილის ენას ახსენებთ ძალიან ხშირად და ძალიან მომეწონა თქვენი კითხვა ქალბატონო გოგუაძე, რა არის ბოლოს და ბოლოს ეს სიძულვილის ენა. თქვენ 6 ფურცლიანი (დოკუმენტი) გამომიგზავნეთ, თითქოსდა მე და სოფო კილაძემ დავარღვიეთ ადამიანის უფლებები. საქართველოში მცხოვრებთ გვაქვს ჩვენი სახელმწიფო ენა და საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს ვალდებულება იცოდეს ქართული ენა, მეტყველებდეს ქართულად, იცოდეს ისტორია და კანონებში ერკვეოდეს. მე ადამიანს ვუთხარი საქართველოს მოქალაქე ბრძანდებით? -კიო. ქართულად რატომ არ მელაპარაკებით- მეთქი - ეს სიძულვილის ენაა?“- განაცხადა ემზარ კვიციანმა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top