"დარწმუნებული ვარ, ბევრი მათგანი ტელევიზორში უყურებს მინისტრის გამოსვლას" - ციხელაშვილის მოსმენისას დეპუტატების დიდმა ნაწილმა დარბაზი დატოვა

ეს პერსონა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილი „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოვიდა, თუმცა დეპუტატების დიდმა ნაწილმა დარბაზი დატოვა. საპარლამენტო უმრალესობის წევრებმა განმარტეს, რომ  უმრავლესობა „მინისტრის საათის“ მოსმენას კაბინეტებში, ჩართული ტელევიზორებიდან განაგრძობს. 

„რომ ჩამოვიაროთ ოთახები, დარწმუნებული ვარ, ბევრი მათგანი ტელევიზორში უყურებს მინისტრის გამოსვლას. თუმცა მაინც სასურველი იქნებოდა, დარბაზშიც იყონ“, - განაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ.

 

წყარო: https://imedinews.ge
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top