"აჭარის სოფლებსა და დაბებში 200 000-ზე მეტ მოქალაქეს წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურა ექნება" - თორნიკე რიჟვაძე

ეს პერსონა

ქობულეთის, ხელვაჩაურის, ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში თანამედროვე სტანდარტების წყლისა და წყალარინების სისტემა შეიქმნება. 

"მალე, აჭარის სოფლებსა და დაბებში 200 000-ზე მეტ ჩვენს მოქალაქეს #წყალმომარაგების და წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურა ექნება.

პროექტის ფარგლებში ქობულეთის, ხელვაჩაურის, ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში თანამედროვე სტანდარტების წყლისა და წყალარინების სისტემა შეიქმნება.

სოფლებში წყალმომარაგება-წყალარინების კუთხით არის გამოწვევები და პროექტი, რომელსაც დღეს ჩაეყარა საფუძველი უზრუნველყოფს სწორედ იმას, რომ ყველა სოფელს, დაბას აჭარაში ქონდეს ადამიანის საჭიროებებზე გათვლილი ინფრასტრუქტურა.

წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი საქართველოს მთავრობის, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) და ევროკავშირის ერთობლივი თანამშრომლობით დაიწყო, რისთვისაც 50 მილიონ ევროზე მეტია გამოყოფილი", - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top