10 საუკეთესო ეროტიკული სცენა კინოში

ეს პერსონა

,,The Independent" აქვეყნებს ფილმების სიას, რომლებმაც თავი საუკეთესო ეროტიკული სცენებით დაგვამახსოვრეს.

 

1. ლურჯი ვალენტინი (რეჟ- დერეკ სიანფრანსი)

რაიან გოსლინგისა და მიშელ უილიამსის დუეტი, სადაც ისინი უბედურ წყვილს განასახიერებენ უმშვენიერესი კადრეებითაა გამორჩეული. რეჟისორმა სწორედ ამ ფილმის შემდეგ გადაწყვიტა რაიან გოსლინგის მომდევნო, უკვე ოსკაროსან ფილმში გადაღება - ,,ადგილი ფიჭვნარში".

2. სიყვარული და კალათბურთი (რეჟ - ჯინა პრინს ბიტერვუდი)

ჯინა ბიტერვუდმა ჰოლივუდს აჩვენა თუ , როგორაა შესაძლებელი გადაიღო რეალისტური სექს-სცენა და არ დაუკარგო მას რომანტიზმი.

3. დედაშენიც აგრეთვე (რეჟ - ალფონსო კუარონი) 

ესპანელი რეჟისორის, ალფონსო კუარონისა და მსახიობ გაელ გარსია ბერნალის გენიალური დუეტი, ფილმში ,, დედაშენიც აგრეთვე" გვიყვება ახალგაზრდების ჯგუფზე, რომელთაც არ აინტერესებთ კულტურული და მორალური ჩარჩოები.

4. ღმერთის საკუთარი ქვეყანა (რეჟ - ფრენსის ლი)

ფილმი ჰომოსექსუალურ სიყვარულზე და ინგლისელ ფერმერზე, რომელსაც რუმინეთიდან მიგრირებული მუშა უყვარდება.

 

5. ქეროლი (რეჟ - ტოდ აინესი) 

ფილმში მოქმედება 50-იანი წლების ნიუ-იორკში ხდება, სადაც ორი ქალის სასიყვარულო ინტრიგები ვითარდება. ქეით ბლანშეტისა და ოსკაროსანი რუნი მარას სამსახიობო ოსტატობა კი ნამდვილად განსაცვიფრებელია.

6.მთვარის შუქი (რეჟ - ბარი ჯენკინსი)

მთავარი როლის შემსრულებელმა, მაჰერშალა ალიმ 2016 წელს ამ ფილმისთვის ოსკარი დაიმსახურა. ფილმი აღწერს განსხვავებული ორიენტაციისა და მენტალობის მქონე შავკანიანთა ცხოვრებას და გამოწვევებს თანამედროვე ამერიკაში.

7.არ გამოიხედო (რეჟ - ნიკოლას როჯი)

ფილმში დონალდ საზერლენდმა შვილმკვდარი მამა განასახიერა, რომლისთვისაც რთული პერიოდი დგას, თუმცა ის მაინც ცდილობს შეინარჩუნოს ცოლი და ოჯახი.

8.მსოფლიო პოლიცია (რეჟ - ტრეი პარკერი)

ალბათ დამეთანხმებით, რომ ანიმაციური სექს-სცენა საკმაოდ სასაცილოდ და არაბუნებრივად უნდა გამოიყურებოდეს, თუმცა რეჟისორმა ტრეი პარკერმა მოახერხა და საკმაოდ ემოციური, ეროტიზმით სავსე სცენა გადაიღო. მან აღნიშნა კიდეც, რომ რაც უფრო რეალური ხდებოდა ანიმაცია, მით უფრო რეალური და ბუნებრივი ხდებოდა ანიმაციაში შექმნილი ეროტიკული სცენები.

9.მალჰოლენდ დრაივი (რეჟ - დეივიდ ლინჩი)

დეივიდ ლინჩის ჩვეული სიზმრისეული კადრები, არეული დროის ხაზი, სხვადასხვა სიმბოლიზმი და კამერა, როგორც პოეზიის გამოხატვის ხერხი. ნაომი უოთსისა და ლაურა ჰერინგის წყვილმა ფილმში შესანიშნავად ითამაშა და უჩვეულო, მაგრამ საკმაოდ ამაღელვებელი სცენები გვაჩუქა.

10.მოღალატე (რეჟ - ედრიან ლაინი)

დიანა ლეინი და რიჩარდ გირი განასახიერებენ ცოლ-ქმარს, რომელთა ურთიერთობამაც ვნება დაკარგა, თუმცა მესამე ადამიანის გამოჩენა, ყველაფერს თავდაყირა აყენებს.

 

 

 

 

0
0
0
3
1
კომენტარები
ეს პერსონა
Top