ევროპოლი საქართველოში არასრულწლოვნების პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმეს ეხმაურება

ეს პერსონა

ევროკავშირის საპოლიციო სამსახური არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღების საქმეს ეხმაურება. 

"ავსტრალიის, საქართველოსა და აშშ–ს სამართალდამცავმა და პროკურატურის ორგანოებმა, ევროპოლის მხარდაჭერით, გამოავლინეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელი, რომელიც ჩართული იყო ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის შემცველი მასალის დამზადებასა და გავრცელებაში.

ბოლო თვის განმავლობაში საქართველოს პოლიციამ დააკავა დანაშაულებრივი ჯგუფის 11 სავარაუდო წევრი, მათ შორის იმ ფოტოგრაფიული სტუდიის მეპატრონეები და თანამშრომლები, სადაც ხდებოდა ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის შემცველი მასალის დამზადება. დაკავებულ ეჭვმიტანილთა შორის იყვნენ ასევე აშშ–სა და ავსტრალიის მოქალაქეები. ქართველ თანამზრახველთა დახმარებით, ისინი ახდენდნენ საქართველოში, კერძოდ თბილისში მდებარე დაქირავებულ ბინებში ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის შემცველი გამოსახულებების დამზადებას. ბავშვებზე ძალადობის შემცველი, დამზადებული მასალების შემდგომი გავრცელება ხდებოდა ამავე დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა მოახდინა 8–14 წლის ასაკის 10–მდე გოგონას იდენტიფიცირება, რომლებიც არიან ამ ქსელის მსხვერპლები. გოგონათა ნაწილის მსხვერპლად ქცევა განხორციელდა მათი მშობლების თანხმობით, 500–დან 3000 ლარამდე (დაახლოებით 150–დან 900 ევრომდე) თანხის სანაცვლოდ, - ნათქვამია ევროპოლის ინფორმაციაში.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top