გერმანული ბანკი საქართველოს ენერგეტიკული რეფორმების განხორციელებაში 8 440 000 ევროს ოდენობით დაეხმარება

ეს პერსონა

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) საქართველოს ენერგეტიკული რეფორმების განხორციელებისთვის 8 440 000 ევროს ოდენობის გრანტით დაეხმარება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისი ხელშეკრულება  სამინისტროში უკვე  გაფორმდა. უწყების ცნობითვე, გრანტის გამოყოფის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „ენერგეტიკულ გაერთიანებაში“ გაწევრიანების შედეგად აღებული ვალდებულებების შესრულებისა და ენერგეტიკის სექტორში ენერგოეფექტურობის საკანონმდებლო ბაზის, განახლებადი ენერგიების საკანონმდებლო ბაზის  დანერგვასა და ბაზრის რეფორმის განხორციელებაში.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top