რუმინეთი 11 წლის გოგოს მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკავებას ითხოვს

ეს პერსონა

რუმინეთის პოლიცია ჰოლანდიის მოქალაქის დაკავებაზე საერთაშორისო ორდერის გაცემას ითხოვს. 46 წლის კაცი 11 წლის გოგოს გაუპატიურებასა და მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. წინასწარი ინფორმაციით, პედოფილმა ქვეყნის ტერიტორია უკვე დატოვა. მისი ადგილ-სამყოფელი ამ დრომდე უცნობია. 11 წლის მიჰაელა პარასკევს გაუჩინარდა. გოგოს ცხედარი 3 დღის შემდეგ მისი სახლიდან ერთი მილის დაშორებით, სიმინდის ყანაში იპოვეს. ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. ექსპერტიზით დადგინდა, რომ გაუპატიურების შემდეგ გოგონა გაგუდეს. რუმინული მედიის ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი კაცი ბუქარესტში 18 სექტემბერს ჩავიდა, ერთი დღის შემდეგ კი ის გოგონას სოფელში ნახეს. ადგილობრივმა ტელევიზიამ სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ პედოფილი და მისი მსხვერპლი მანქანაში ერთად სხედან.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top