ქართველი ჯარისკაცის ხსოვნის საპატივცემულოდ ამერიკაში საქართველოს საელჩოს კართან ამანათი დატოვეს

ეს პერსონა

ქართველი ჯარისკაცის ვასილ ყულჯანიშვილის ხსოვნის პატივისცემის ნიშნად უცნობმა პირებმა ამერიკაში საქართველოს საელჩოსთან ყვავილები და წერილი დატოვეს.

"ყველა ჩვენთაგანისაგან აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში ვინც მუშაობდა ქართველ ჯარისკაცებთან ერთად და ყველა იმათგან ვინც იბრძოდა შენთან ერთად. შენი მსხვერპლი არ არის დაკარგული და არც დავიწყებული" - წერია საელჩოს კართან დატოვებულ წერილში, რომელიც ხელმოწერილია "ყველა ჩვენ" მიერ. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალურ Facebook გვერდზე ავრცელებს.

ვასილ ყულჯანიშვილი ავღანეთში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში 2015 წელს დაიღუპა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top