სომხური IT ფირმა 18 თვე კრიპტოვალუტის მოპოვებისთვის ელექტროენერგიას არალეგალურად იყენებდა

ეს პერსონა

სომხური IT ფირმა კრიპტოვალუტის მოპოვებისთვის ელექტროენერგიას არალეგალურად იყენებდა - ამის შესახებ განცხადებას სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათი თქმით, აღნიშნული ფირმა, როგორც ელექტროენერგიის მომხმარებელი სომხეთის ელექტრო ქსელში არ არის რეგისტრირებული. 

ფირმა 18 თვის განმავლობაში უკანონოდ 1.5 კილოვატ-საათის ელექტროენერგიას მოიხმარდა. გამოყენებული ელექტროენერგიის ღირებულება 153,387 აშშ დოლარს შეადგენს.

ფირმა ეკონომიკური დანაშაულების წინააღმდეგ ჩატარებული ოპერატიული გამოძიების შედეგად დაიჭირეს. ხელმძღვანელობა კომპანიის სახელსა და მის უკან მყოფი ხალხის ვინაობას არ ასახელებს.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top