"თქვენ მოიპარეთ ჩემი ოცნებები და ბავშვობა" - გრეტა ტუნბერგის ემოციური გამოსვლა გაეროს კლიმატის სამიტზე 

ეს პერსონა

"ეს ყველაფერი არასწორია. მე აქ არ უნდა ვიყო. მე ახლა სკოლაში უნდა ვბრუნდებოდე ოკეანის სულ სხვა მხარეს. თქვენ ყველანი ჩვენთან ახალგაზრდებთან მოდიხართ იმედით. როგორ ბედავთ? თქვენ მოიპარეთ ჩემი ოცნებები და ბავშვობა თქვენი არაფრისმთქმელი სიტყვებით და მაინც იღბლიანებს შორის ერთ-ერთი ვარ. ხალხი იტანჯება. ხალხი კვდება. მთელი ეკოსისტემა იშლება. ჩვენ მასობრივი გადაშენების საწყის ეტაპზე ვართ და ყველა თქვენგანს ერთადერთი, რაზე საუბარი შეუძლია ეს არის ფული და ზღაპრები დაუსრულებელ ეკონომიკურ ზრდაზე. როგორ ბედავთ ამას?!" - ამ სიტყვებით მიმართა 16 წლის შვედმა ეკო-აქტივისტმა მსოფლიო ლიდერებს გაეროს კლიმატის სამიტზე გამოსვლის დროს.

შეგახსენებთ, რომ გრეტა ტუნბერგიმ რამდენიმე კვირის წინ ატლანტის ოკეანე იალქნიანი ნავით გადაცურა, რომ გაეროს კლიმატის ცვლილებების შესახებ დაგეგმილ სამიტში მონაწილეობა მიეღო.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top