ევროპის საბჭოს კონგრესის წარმომადგენლებსა და კახა კალაძეს შორის შეხვედრა შედგა

ეს პერსონა

კახა კალაძე ევროპის საბჭოს კონგრესის ვიცე-პრეზიდენტს, ევროსაბჭოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტ ქსავიერ კადორესა და კონგრესის გენერალურ მდივანს, ანდრეას კიფერს შეხვდა.

"ვფიქრობ, 2019 წელი მნიშვნელოვანი თარიღია როგორც საქართველოს, ასევე ევროპის საბჭოსთვის. წელს ჩვენ აღვნიშნავთ ევროპის საბჭოს შექმნის 70, ხოლო ევროპის საბჭოს კონგრესის დაფუძნების 25 წლისთავს. წელს ასევე სრულდება 20 წელი საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანებიდან. ამ ხნის მანძილზე ჩვენ გვქონდა და გვაქვს წარმატებული თანამშრომლობა არაერთ სფეროში. ამ დღეებში საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს დეცენტრალზიაციის ახალ, ამბიციურ სტრატეგიას, რომლის განხორცილებაში ასევე უმნიშვნელოვანესი იქნება კონგრესის მონაწილეობა და წარმატებული თანამშრომლობის არსებული პრაქტიკის გაგრძელება"- წერს კალაძე ოფიციალურ Facebook გვერდზე.

შეხვედრაზე მხარეებმა ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ასევე, ხაზი გაესვა თანამშრომლობის შედეგად მიღწეულ წარმატებებს.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top