შემოქმედებით ევროპის ბენეფიციარებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

ეს პერსონა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შემოქმედებით ევროპის ბენეფიციარებისთვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. აღნიშნული ინფორმაციას თავად სამინისტრო ოფიციალური Facebook გვედზე ავრცელებს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოში იმ რეგისტრირებულ კერძო და საჯარო იურიდიულ პირებს შეუძლიათ, რომლებსაც უკვე აქვთ მიღებული „შემოქმედებითი ევროპის“ დაფინანსება, როგორც პარტნიორის, ასევე, ლიდერის როლში. 

კონკურსის პრიორიტეტია ევროკავშირის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა“ კულტურის ქვეპროგრამის ფარგლებში უკვე დაფინანსებული ორგანიზაციების ფინანსური ხელშეწყობა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top