როდის და რატომ შეიძლება გაიზარდოს პურის ფასი?

ეს პერსონა

ერთ კვირაში ხორბლის საავტომობილო გზით ქვეყანაში შემოტანა საბოლოოდ აიკრძალება, რაც ბუნებრივად გამოიწვევს ტრანსპორტირების ფასის ზრდას და შესაბამისად, მოიმატებს პურის ღირებულებაც. ეს იმ შემთხვევაში, თუკი ფინანსთა სამინისტრო მორატორიუმის ვადას არ გაახანგრძლივებს, რომელიც შარშან პირველ ოქტომბერს ამოქმედდა.   2018 წელს ფინანსთა მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს ტერიტორიაზე ხორბლის იმპორტისა და ექსპორტისას გარკვეული შეზღუდვები დაწესდა. კერძოდ, საბაჟო ტერიტორიიდან აღნიშნული პროდუქციის გატანა შესაძლებელი გახდა მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით, შესაბამისი საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით. ცალკეულ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახურის თანხმობით, კი საქონლის შემოტანა/გატანა შესაძლებელია განხორციელდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებით.  ფინანსთა სამინისტროს აღნიშნულ გადაწყვეტილებას გასული წლის ზაფხულში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისა და ხორბლის ექსპორტ/იმპორტიორების ნაწილის პროტესტი მოჰყვა, რის შემდეგაც ფინანსთა მინისტრმა გადაწყვეტილების ძალაში შესვლა ერთი წლით გადაავადა. მორატორიუმს ვადა ზუსტად ერთ კვირაში, 1-ელ ოქტომბერს გაუვა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top