აშშ-ის მთავრობა საქართველოში 2 ახალ, მასშტაბურ პროექტს დააფინანსებს

ეს პერსონა

აშშ-ის მთავრობა საქართველოში 2 ახალ, მასშტაბურ პროექტს დააფინანსებს. ოკუპირბეული სოფლების მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოების შესაქმნელად - $500 000, ხოლო  თბილისში, ბავშვთა ჰემატოლოგიურ-ონკოლოგიური ცენტრისთვის - $700 000 გამოიყოფა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელიზაბეთ რუდთან შეხვედრისას განაცხადა, ეს აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top