ეკონომიკის სამინისტრო: მოვუწოდებთ „საქნახშირის“ ადმინისტრაციას უზრუნველყოს დასაქმებულთა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

ეს პერსონა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტყიბულის შახტაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით  განცხადებას ავრცელებს. უწყება "საქნახშირს" მოუწოდებს, რომ  უზრუნველყოს დასაქმებულთა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება. 

გთავაზობთ ამონარიდს განცხადებიდან:

მოვუწოდებთ „საქნახშირის“ ადმინისტრაციას, დროულად წარმართოს მოლაპარაკება შახტებში დასაქმებულებთან და უზრუნველყოს დასაქმებულთა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.

ამასთან, კომპანია „საქნახშირი“ ვალდებულია, დაიცვას საკუთარი თანამშრომლების შრომითი უფლებები და კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები, მათ შორის, სახელფასო ანაზღაურების დროულად გადახდის მიმართულებით.

კომპანიამ ასევე უნდა უზრუნველყოს და დაიცვას ტყიბულის შახტებში დასაქმებულთა ინტერესები, მით უფრო, როდესაც საუბარია როგორც შახტებში ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე, ასევე შრომითი პირობების თანამედროვე სტანდარტების დანერგვაზე", - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top