"ამ დღეებში მთავრობა დაამტკიცებს დეცენტრალზიაციის ახალ, ამბიციურ სტრატეგიას" - კახა კალაძემ ევროსაბჭოს კონგრესის საიუბილეო კონფერენციას უმასპინძლა

ეს პერსონა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) პრეზიდენტის, დედაქალაქის მერის - კახა კალაძის ინიციატივით, თბილისის საკრებულოში, საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის, ევროპის საბჭოს 70 წლისა და ევროპის საბჭოს კონგრესის 25 წლის იუბილეებისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

"განსაკუთრებით აღსანიშნავია, კონგრესის, როგორც ევროპის საბჭოს ყველაზე ახალგაზრდა ინსტიტუციისა და საქართველოს, როგორც ახალგაზრდა დემოკრატიის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი. ეს გამოიხატება საქართველოს მხარდაჭერაში დეცენტრალიზაციის წარმატებული რეფორმის განხორცილების პროცესში, საკანონმდებლო ბაზის სრულყოფაში და ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერებაში.

ის, რომ საქართველო, ბოლო წლებში, დემოკრატიული ტრანსფორმაციის გამორჩეულ მაგალითად იქცა, სხვადასხვა ამბიციური, წარმატებული რეფორმების გატარებით დასტურდება. მათ შორის ყველაზე მთავარი მიმართულებებია: მერის პირდაპირი წესით არჩევა, უფლებამოსილებათა გადაცემა ადგილობრივ დონეზე, ფინანსური დეცენტრალიზაცია და ბოლოს, რეგიონის მასტაბით უპრეცედენტო რეფორმა, დამატებული ღირებულების გადასახადის მნიშვნელოვანი წილის გადაცემა ადგილობრივი ბიუჯეტებისთვის. 
ცხადია, ამით არ მთავრდება საქართველოს მთავრობის ზრუნვა ადგილობრივი თვითმმართველობების გასაძლიერებლად. ამ დღეებში საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს დეცენტრალზიაციის ახალ, ამბიციურ სტრატეგიას“, - განაცხადა თბილისის მერმა. 
 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top