"ევროსაბჭო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას" - ქსავიერ კადორე

ეს პერსონა

 თბილისის საკრებულომ,  საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის,  ევროპის საბჭოს 70 წლისა და ევროპის საბჭოს კონგრესის 25 წლის  იუბილეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიებაზე სიტყვით ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი ქსავიერ კადორე გამოვიდა. მან  საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილე მიულოცა. კადორემ განაცხადა, რომ ევროსაბჭო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აღნიშნული საკითხი პრიორიტეტულია.

„სიტუაცია ქვეყანაში არ არის მარტივი, რადგან ის იბრძვის თავისი ტერიტორიული მთლიანობისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ეს საკითხი ევროსაბჭოსთვის პრიორიტეტულია. ამ საკითხში ჩვენ ვეყრდნობით საერთაშორისო სამართალს. ევროპის საბჭო დემოკრატიის გაძლიერების მიმართულებით აქტიურად დაუჭერს მხარს საქართველოს“  - განაცხადა  ქსავიერ კადორემ.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top