National Geographic-მა საქართველოზე ვრცელი სტატია მოამზადა

ეს პერსონა

“მთებიდან ზღვამდე 7 დღეში - საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ქვეყანა“- ამ სათაურით ჟურნალისტი ტარა იზაბელა ბარტონი საქართველოში მოგზაურობას აღწერს.

National Geographic-ის ვრცელის სტატია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში მომზადდა.

„ასეთი სტატიები მნიშვნელოვნად ხელს უწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდას და პოზიციონირებას ჩვენს მიზნობრივ ბაზრებზე, როგორც იცით ჩვენ სტრატეგიულ ქვეყნებში მუდმივ რეჟიმში ვახორციელებთ საქართველოს საპრომოციო აქტივობებს საქართველოს შესახებ", - ამბობს მარიამ ქვრივიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

კამპანია ევროკავშირის ყველა ქვეყანას და ამერიკის შეერთებულ შტატებს მოიცავს. იგი დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top