სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტუსკს შეხვდა

ეს პერსონა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს შეხვდა.

„საქართველო აგრძელებს სვლას ევროკავშირისკენ და ნებისმიერი მაღალი დონის შეხვედრა შანსია, რათა ვიხილოთ მეტი საქართველო ევროპაში და მეტი ევროპა საქართველოში“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ტუსკის ინფორმაციით კი, მან კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top