"ყველაზე საშიში, დაუნდობელი, აგრესიული ქრისტეს სახელს ამოფარებული ადამიანები არიან" - პეტრე კოლხი

ეს პერსონა

"საკუთარ მრისხანებას და შურისძიებას საეკლესიო კანონებს რომ აბრალებენ... სარწმუნოება სიყვარულზე, ჰუმანიზმზე დაფუძნებული ღირებულებაა, რომლის მაგალითი ქრისტემ თავად მოგვცა, მაგრამ ბრმა და ყრუ ამას ვერასდროს შეისმენს, ვერასდროს დაინახავს... ყალბი, ფარისეველი, მოჩვენებითი მორწმუნეები, საეკლესიო სწავლებას შირმად მაშინ იყენებენ, როცა თავად აწყობთ, სხვა შემთხვევაში მათთვის ავტორიტეტი შეიძლება უფალიც არ იყოს... ამ ტიპის ადამიანებისთვის უცხოა სიკეთე, კაცთმოყვარეობა, უბრალოება, ღირსება... გამძვინვარებული მხეცებივით ეძგერებიან მათთვის მიუღებელ შეხედულებებს და ერთი სული აქვთ, მოწინააღმდეგე მოკლან და გაანადგურონ... ამ ყველაფერს კი სარწმუნოების დაცვას უწოდებენ, თავს ღვაწლმოსილ ქრისტიანებად წარმოაჩენენ, დანარჩენებს დასცინიან და აბუჩად იგდებენ... ნამდვილი მორწმუნე სხვებისგან განსხვავდება არა დაზეპირებული ლოცვებით, არა ჩასაფრებული პოზიციით, არა ეჭვებით და კრიტიკული მზერით, არამედ მხურვალე, უანგარო სიყვარულით და შინაგანი თავისუფლებით... გულღრძო ადამიანთან, რაც არ უნდა დაოთხილი დადიოდეს ტაძარში ქრისტე ვერ გაჩერდება... წესით არც თვითონ მიიღებს მიმტევებელ და მოსიყვარულე უფალს, რადგან მისთვის ეკლესიური ცხოვრება მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე გადის... არადა, რა ცუდად უნდა იყო, რომ მხოლოდ საკუთარ თავს უსურვო სიკეთე... ასეთებზე არც უნდა იმსჯელო... მარტივად, ღმერთს მიანდე!.."- წერს პერტრე კოლხი Instagram-ზე.

Bu gönderiyi Instagram'da gör

ყველაზე საშიში, დაუნდობელი, აგრესიული ქრისტეს სახელს ამოფარებული ადამიანები არიან. საკუთარ მრისხანებას და შურისძიებას საეკლესიო კანონებს რომ აბრალებენ... სარწმუნოება სიყვარულზე, ჰუმანიზმზე დაფუძნებული ღირებულებაა, რომლის მაგალითი ქრისტემ თავად მოგვცა, მაგრამ ბრმა და ყრუ ამას ვერასდროს შეისმენს, ვერასდროს დაინახავს... ყალბი, ფარისეველი, მოჩვენებითი მორწმუნეები, საეკლესიო სწავლებას შირმად მაშინ იყენებენ, როცა თავად აწყობთ, სხვა შემთხვევაში მათთვის ავტორიტეტი შეიძლება უფალიც არ იყოს... ამ ტიპის ადამიანებისთვის უცხოა სიკეთე, კაცთმოყვარეობა, უბრალოება, ღირსება... გამძვინვარებული მხეცებივით ეძგერებიან მათთვის მიუღებელ შეხედულებებს და ერთი სული აქვთ, მოწინააღმდეგე მოკლან და გაანადგურონ... ამ ყველაფერს კი სარწმუნოების დაცვას უწოდებენ, თავს ღვაწლმოსილ ქრისტიანებად წარმოაჩენენ, დანარჩენებს დასცინიან და აბუჩად იგდებენ... ნამდვილი მორწმუნე სხვებისგან განსხვავდება არა დაზეპირებული ლოცვებით, არა ჩასაფრებული პოზიციით, არა ეჭვებით და კრიტიკული მზერით, არამედ მხურვალე, უანგარო სიყვარულით და შინაგანი თავისუფლებით... გულღრძო ადამიანთან, რაც არ უნდა დაოთხილი დადიოდეს ტაძარში ქრისტე ვერ გაჩერდება... წესით არც თვითონ მიიღებს მიმტევებელ და მოსიყვარულე უფალს, რადგან მისთვის ეკლესიური ცხოვრება მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე გადის... არადა, რა ცუდად უნდა იყო, რომ მხოლოდ საკუთარ თავს უსურვო სიკეთე... ასეთებზე არც უნდა იმსჯელო... მარტივად, ღმერთს მიანდე!..

Petre Kolxi (@petre.kolxi)'in paylaştığı bir gönderi ()

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top