"საქართველო თანამშრომლობის კუთხით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა რეგიონში" - EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტი

ეს პერსონა

EBRD-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა იურგენ რიგტერინკმა ნათია თურნავასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველო თანამშრომლობის კუთხით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა რეგიონში. 

„EBRD-სა და საქართველოს შორის ძალიან მჭიდრო თანამშრომლობაა. რეალურად, ამ ეტაპზე, ჩვენს მიერ განხორციელებული ინვესტიცია დაახლოებით 235 პროექტში 3,4 მილიარდ ევროს აღწევს და ამით საქართველო თანამშრომლობის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა რეგიონში. ამასთან, ჩვენი ინვესტიციები ფარავს ფინანსურ ინდუსტრიას, წარმოებას, მთავრობის დახმარებას სხვადასხვა მიმართულებით და ა.შ“, - ამბობს EBRD-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტი. მისივე თქმით, საქართველოსთან სხვადასხბა პროექტებში და განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის მიმართულებით პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ოფიციალურ Facebook გვერდზე ავრცელებს.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top