"ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მიუღებელია რაც ტყიბულში ხდება" - პრემიერის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა დაიწყო

ეს პერსონა

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. როგორც გახარიამ განაცხადა, ის რაც ტყიბულში ხდება არის აბსოლუტურად მიუღებელი. მისივე განცხადებით, დღესვე ეკონომიკის მინისტრი, პროპლემის მოსაგვარებლად ადგილზე გაემგზავრება.

"საუბარს დავიწყებთ პირველრიგში ტყიბულში განვითარებული მოვლენებით ის რაც დღეს და გუშინ ხდებოდა ტყუბულში არის აბსოლუტურად იუღებელი, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ის პრობლემებია, რომელიც დაგროვილია ლწების განმავლობაში. ყველა ინვესტრომა და დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ის ვალდებულია, სრულფასოვნად როგორც თავისის საფინანსო სახელფასო ვალდებულებები , ასევე შეუქმნას თიტოეულ დასაქმებულს შესაბამისი სრომით პირობები, რაც რა ტქმა უნდა გულისხმობს შრომითი უსაფრთხოების და ტექნიკური უსაფრთხოების სრულ დაცვას. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო,რომ ეს მიუღებელია რაც ყიბულში ხდება. მსგავს შემტხვევებს ჩვენ ქვეყანაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს. სწორედ ამიტომ დღესვე, მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ ეკონომიკს მინისტრი გაემგზავრება ადგილზე და ის გაემზაგრება არა გარემოებების და საქმის გასაცნობად, არამედ პრობლემის მოსაგვარებლად. მინდა ქალბატონ ნათიას ვთხოვო, რომ ის იყოს მაქსიმალურად მომთხოვნი, მკაცრი იმისთვის, რომ ჩვენ დავიცვათ თითოეული მოქალაქის უფლებები", - განაცხადა გახარიამ. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top