"თქვენზე კარგად ვიცი, რას ვაკეთებდით და ვადასტურებ, ნამდვილად არ მსიამოვნებს, რომ ცუდად იყო სასამართლოს საქმე" - გიგა ბოკერია

ეს პერსონა

„ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სადაც მოსამართლეობის კანდიდატს, მირანდა ერემაძეს უსმენენ, განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პირობებში "სასამართლოს საქმე ცუდად იყო". აღნიშნული ბოკერიამ უმრავლეობის წევრის სოფიო კილაძის საპასუხოდ  მას შემდეგ განაცხადა, რაც კილაძემ  წინა ხელისუფლების დროს სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

"ნამდვილად თქვენზე კარგად ვიცი, რას ვაკეთებდით და ვადასტურებ, ნამდვილად არ მსიამოვნებს, რომ ცუდად იყო სასამართლოს საქმე. ოღონდ, ჩემ არგუმენტს ისევ გავიმეორებ, ტესტი ის არ არის წარსულში მომხდარ ამბებზე რომ უკვე თამამად ლაპარაკობენ უკვე ბორკილახსნილი მოსამართლეები. ეგ არ რის ტესტი. დღევანდელ ხელისუფლებაზე რა ხდება, ჩემთვის ეგ არის მთავარი“, – აღნიშნა ბოკერიამ.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top