ხვალ გვარამიას "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორობიდან გადააყენებენ?

ეს პერსონა

სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტებით თუ ვიმსჯელებთ "რუსთავი 2"-ზე დიდი ამბებია მოსალოდნელი. 

"25 მაისს 15:00 საათზე, „რუსთავი 2″-ის შენობაში დანიშნულია პარტნიორთა კრება სადაც სავარაუდოდ იურისტ-გენდირექტორ-პოვარ-ჟურნალისტ გვარამიას, თავისი პოსტიდან გააცუგუნდერებენ.
გვარამიას პასუხისმგებლობის საკითხში განსაკუთრებული ადგილი იმ ფინანსურ მაქინაციებს ექნება, რაზეც უამრავჯერ დაწერილა და თქმულა - რამდენიმე მილიონის გათეთრება, ტელეკომპანიის ტექნიკური თანამშრომლებისთვის ხელფასების შემცირება და დაგვიანება, საკუთარი და მასთან "დაახლოებული" ხალხის ხელფასების სასწაულად ზრდის ხარჯზე და კიდევ სხვა მრავალი მამაძაღლობა." - წერს ჟურნალისტი გია გაბრიჩიძე. 

იგივე ამბებს პროგნოზირებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რომელიც წერს, რომ ხვალინდელი სხდომა ერთ-ერთი მეწილის ნინო ნიჟარაძის ბრალდებების გამო იმართება. მოსალოდნელია, რომ ნიჟარაძეს სხვა მფლობელებიც აუბამენ მხარს და გვარამიას და ამჟამინდელ მენეჯმენტს ტელეკომპანიიდან წასვლა მოუწევთ. ანალიტიკოსი იმასაც ამბობს, რომ გვარამიამ იცოდა,რაც ელოდა და ყველაფერი გააკეთა "რუსთავი 2"-ის გასაკოტრებლად.

ხვალინდელ ამბებთან დაკავშირებით გვარამია ჯერ-ჯერობით დუმს. 

0
1
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top