ჩვენ მივაღწიეთ დამაიმედებელ შედეგს, აქცია შეწყდა - ნათია თურნავა გაფიცულ მეშახტეებს და „საქნახშირი ჯი-აი-ჯი"-ს წარმომადგენლებს შეხვდა

ეს პერსონა

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ტყიბულში მეშახტეებს შეხვდა. როგორც თურნავამ განაცხადა, შეხვედრა კონკრეტული დადებითი შედეგებით დასრულდა. 

"ჩვენ მივაღწიეთ ძალიან დადებით, დამაიმედებელ შედეგს, პირველრიგში აქცია შეწყდა, გაფიცვა შეწყდა. დღეიდან პრაქტიკულად ინვესტორი კომპანია, რომელიც შემოდის ტყიბულში დაიწყებს საქმიანობას და მეშახტეებთან ერთად უკვე დაიწყებს ჩასვლას შახტაში და შეისწავლას იქ არსებული ვითარებას. მზადყოფნა იქნა გამოცხადებული საიმისო, რომ ორშაბათს იქნას გასტუმრებული სახელფასო დავალიანება და გარდა ამისა კომპანიამ იკისრა ვალდებულება რომ გაისტუმროს გარკვეული სოციალური გადასახადები, მათ შორის დაზარალებული ოჯახების წინაშე. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია რომ პრაქტიკულად ერთ თვეში, ნოემბრის დასაწყისში გაჟღერდა გეგმა, რომ დაიწყოს მოპოვება, აღდგეს მოპოვება და ეს არის ძალიან დამაიმედებელი, რადგან პრაქტიკულად 1 წელზე მეტია შახტა გაჩერებულია. ჩვენ მოვისმინეთ ძალიან დამაჯერებელი გეგმა და უახლოესი 2 წლის განმავლობაში მოხდება შახტების გაფართოება. ჩვენ გავაკონტროლებთ რომ ყველა დაპირებული ვალდებულება შესრულდეს. კომპანიამ იკისრა ვალდებულება, რომ უსაფრთხოების სტანდარტებს მიაღწევს დაიცავს და მხოლოდ ამის გათვალისწინებით მოხდება სამუშაოების დაწყება. ", - განაცხადა თურნავამ. 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top