"ჩვენ ვართ მცირეწლოვანი ბავშვის მდგომარეობაში, რომელიც ცდილობს უღრან ტყეში დათვს ეთამაშოს" - გია ხუხაშვილი

ეს პერსონა

ექსპერტი გია ხუხაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ხუხაშვილი წერს, რომ შეხვედრის შესახებ უცხოელი დიპლომატებისა თუ პოლიტიკოსების შეფასებები, ორაზროვანია და რაც  შეიცავს, როგორც პოზიტივს, ასევე რისკებს. ექსპერტის განმარტებით, აღნიშნული ქმედებით, ისინი პასუხისმგებლობას ირიდებენ თავიდან. 

"ჩვენი პარტნიორების კომენტარები ლავროვ-ზალკალიანის შეხვედრაზე საკმაოდ ორაზროვანია და როგორც პოზიტივის, ასევე რისკის შემცველია. ეს მათ საშუალებას აძლევს ნაწილობრივ მაინც მოიხსნან პასუხისმგებლობა პრობლემაზე, რომლის გადაწყვეტის გზასაც ვერ ხედავენ. ისედაც ბევრი თავის ტკივილი აქვთ. ახლა ჩვენ ვართ მცირეწლივანი ბავშვის მდგომარეობაში, რომელიც ცდილობს უღრან ტყეში დათვს ეთამაშოს მონადირე მამის გარეშე...დათვს კი მხოლოდ ორი შემოთავაზება აქვს - ან შეგჭამს, ან დათვის ბელობაზე თუ დათანხმდი, ბუნაგში წაგიყვანს..." , - წერს ხუხაშვილი.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top