ბოკერია: სააკაშვილი მალე ალბათ ჩემი 9-წლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს თავს

ეს პერსონა

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია  მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც ექსპრეზიდენტმა, გუშინ "მთავარი არხის" ეთერში გააკეთა. 

სააკაშვილი მალე ალბათ, ჩემი 9-წლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს თავს.

ისე, ხუმრობის გარეშე, ნამდვილად ასეა, „ვარდების რევოლუციის“ როგორც მიღწევების, ისე მძიმე ჩავარდნების მემკვიდრე არის „ევროპული საქართველო“, ჩვენი პოლიტიკური გუნდი და არა სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა,"- განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის,  სააკაშვილმა გუშინ, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია გააკრიტიკა. როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, ბოკერიას  მუდმივად განსაკუთრებული, ცინიკური დამოკიდებულება ჰქონდა ქართული ტრადიციების და ფასეულობების მიმართ. მისივე თქმით, ბოკერიას ქმედებები მიმართულია ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანულია.

0
1
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top