გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტს განიხილავენ - LIVE

ეს პერსონა

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის რიგგარეშე სხდომა მიმდნარეობს, სადაც  2020 წლის ბიუჯეტს განიხილავენ. როგორც გახარიამ, სხდომის დაწყებამდე განაცხადა, 2020 წლის ბიუჯეტში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობათ ბავშვებს, პენსიონერებს, ღვაწლმოსილ მოხუცებს, მასწავლებლებს, ექიმებს, სამართალდამცველებსა და ჯარისკაცებს. 

„დღეს ჩვენ გვაქვს რიგგარეშე მთავრობის სხდომა, რამეთუ ვასრულებთ 2020 წლის ბიუჯეტზე მუშაობას, რომლის საბოლოო განხილვა გვექნება დღეს ჩვენ, რის შემდეგაც წარვადგენთ საქართველოს პარლამენტში. ბიუჯეტი შრომის შედეგია მთელი ჩვენი გუნდის, მასშია ასახულია ის პრიორიტეტები, რომელსაც ეყრდნობა მთელი ჩვენი პოლიტიკური გუნდი. გარდა ამისა, ამ ბიუჯეტის ეფექტიანი შესრულება და ამ შესრულებაზე იქნება დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის განვითარება 2020 წლს. 2020 წლის ბიუჯეტი არის სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობით გამსჭვალული და ეკონომიკური განვითარების ბიუჯეტი. ეს არის ბიუჯეტი ჩვენი მოქალაქის უფრო მეტი შესაძლებლობების. ამიტომ, ვთვლით, რომ მოქალაქეების საჭიროებებზე არის დაყრდნობილი ეს ბიუჯეტი და რაც მთვარია, ის ითვალისწინებს, ჩვენი საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფების სოციალური პასუხისმგებლობებს და იმ ჯგუფების, რომლებზეც ქვეყნის მომავალი იქნება დამოკიდებული და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს არიან ბავშვები, ჩვენი პენსიონერები, ღვაწლმოსილი მოხუცები, რომლებზე ზრუნვის უდიდესი ვალდებულება ჩვენ გვაქვს. რა თქმა უნდა, ამ ბიუჯეტში განსაკუთრებული ყურადღება იქნება მიქცეული მასწავლებლებზე, ექიმებზე, სამართალდამცველებზე და ჯარისკაცებზე“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top