ნათია თურნავა: ტურიზმის მიმართულებით, განსაკუთრებით კი სამთო მიმართულებით მნიშვნელოვანი განვითარება იგეგმება

ეს პერსონა

მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, ტურიზმის მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. 

"ტურიზმის მიმართულებით მნიშვნელოვანი განვითარება იგეგმება, განსაკუთრებით სამთო მიმართულებით. ჩვენი ყურადღების ცენტრში გაისად იქნება ბაკურიანი, სადაც 2023 წელს იგეგმება მსოფლიო ჩემპიონატი.

2020 წელს კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელდება გაზიფიცირების პროგრამა. ბიუჯეტს ემატება 20 მილიონი ლარი, ჯამში 60 მილიონ ლარს შეადგენს გაზიფიცირების ბიუჯეტი. 97 დასახლებულ პუნქტში ვგეგმავთ ბუნებრივი აირის შეყვანას. სულ მცირე 1000 ოჯახი მიიღებს ამ სიკეთეს. „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში ჩვენ ვაგრძელებთ მცირე ბიზნესის მხარდაჭერას. გვაქვს მიღებული დავალება პრემიერისგან და გავაძლიერებთ პროგრამების ეფექტურ მართვას, გავხდით უფრო მიზნობრივს“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top