"მიშა სააკაშვილის ინტერვიუს შემდეგ კვლავ ვიტყვი- უძლიერესი და უნიჭიერესი ადამიანია! " - თაკო ჩარკვიანი

ეს პერსონა

პოლიტიკური პარტია “კანონი და სამართალი”-ს ლიდერი თაკო ჩარკვიანი  მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმაურება. ჩარკვიანის შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტი "უძლიერესი და უნიჭიერესი ადამიანია!".

"9 წელი ოპოზიციაში ვიყავი, ობიექტურად ვაპროტესტებდი ყოფილი ხალისუფლების დროს მომხდარ დანაშაულებრივ ქმედებებს, ასევე ობიექტურად ვხედავდი ისტიტუციურ - სახელმწიფო აღმშენებლობას, 8 აგვისტოს ომის შემდეგ ოკუპაციის წინააღმდეგ ჯაჭვში ვიდექით მე და ჯანსუღი, მთელი ოჯახით,მაშინ ზოგიერთი გვეუბნებოდა “ მიშას ჯაჭვში ნუ დგებითო”😂😂😂იმას ვერ ხვდებოდნენ, რომ ოკუპანტის წინააღმდეგ ჯაჭვში უნდა ჩადგე, მოქალაქეობრივი ღირსებით, ახლაც ვაპროტესტებ ამ ხელისუფლების დანაშაულებრივ ქმედებებს და სახელმწიფო ისტიტუტების ნგრევას და და საერთოდ ქართული სახელმწიფოებრობის განადგურებას! გუშინ საღამოს კიდევ ერთხელ, (მიუხედავად ჩემი , კრიტიკისა 9 წლის მანძილზე) მიშა სააკაშვილის ინტერვიუს შემდეგ კვლავ ვიტყვი- უძლიერესი და უნიჭიერესი ადამიანია! ობიექტურად ასეა! ამ ხელისუფლების ხელში,ქართულ სახელმწიფოებრიობას საფრთხე ემუქრება- ჰააგაში მოწმედ - ანუ ცრუ მოწმედ, სწორედ პრეზიდენტის ინსტიტუტს ანუ -პ—— რეზიდენტ-ზურაბიშვილის ცილისწამწამეობრივ განცხადებებს გამოიყენებს ოკუპანტის მხარე,საქართველომ ომი დაიწყოო” ამას გამოიყენებენ- ასე, რომ ყურადღებით ვიყოთ- მეტი სიფრთხილე გვმართებს-ამ მოღალატეობრივი გეგმის ჩასაშლელად, რადგან რუსეთის გუბერნიად არ გვაქციონ!" , - წერს ჩარკვიანი. 

0
2
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top