ზუგდიდში „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019“-ის დახურვის საზეიმო ცერემონია გაიმართა

ეს პერსონა

რუხის ციხის ტერიტორიაზე „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019“-ის დახურვის საზეიმო ცერემონია გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში გამართულ სამეცნიერო პიკნიკზე უმაღლესმა სასწავლებლებმა წარმოადგინეს სამეცნიერო პროექტები, ჩაატარეს ლაბორატორიული ცდები, გამოფინეს სტუდენტების მიერ დამზადებული სხვადასხვა მოწყობილობა და ნაკეთობა. 

აღსანიშნავია, რომ „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2019"-ის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 300-ზე მეტი ღონისძიება ჩატარდა. 5 ქალაქში თელავში, ქუთაისში, ბათუმში, თბილისსა და ზუგდიდში გრანდიოზული სამეცნიერო პიკნიკები გაიმართა.

2019 წელს ფესტივალის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top