ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების საკითხზე საქართველო, უკრაინა, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ერთობლივ განცხადებას გაავრცელებენ

ეს პერსონა

საქართველო, უკრაინა, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი დღეს ერთობლივ წერილობით განცხადებას გაავრცელებენ. განცხადების შინაარსი უცნობია, თუმცა, საკითხი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის ფედერაციის დაბრუნებას და კრემლის პოლიტიკას შეეხება. ხუთივე ქყვეყანა რუსეთისთვის ხმის უფლების აღდგენას ეწინააღმდეგება.

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ადრეც ჰქონდა პრინციპული პოზიცია დაფიქსირებული რამდენიმე ქვეყნის დელეგაციასთან ერთად. ვინაიდან ახლა არის პირველი სესია მას შემდეგ, რაც რუსეთი დაბრუნდა საპარლამენტო ასამბლეაში, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი პოზიცია და პროტესტი სხვა ქვეყნების დელეგაციებთან ერთად ისმოდეს. ეს არის პოლიტიკური ჟესტი და კიდევ ერთხელ ხაზგასმა იმის, რომ ჩვენ მიგვაჩნია – ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული, არ ეფუძნებოდა ლოგიკურ წინაპირობებს, რადგან ის მიზეზები, რის გამოც რუსეთს შეუჩერდა ხმის უფლება, არ არის მოხსნილი. სწორედ ამიტომ, მხოლოდ პირველ სესიაზე, რომელსაც გარკვეული საზეიმო დატვირთვა აქვს, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი დელეგაცია არ მიიღებს მონაწილეობას“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ.

 

ტეგები:
0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top