ირმა ნადირაშვილი: დიმიტრი გაბუნია აშკარად დაკავებულია პოლიტიკური ნეპოტიზმით

ეს პერსონა

 საქმე გვაქვს პოლიტიკურ ნეპოტიზმთან, როდესაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის პარტნიორი იურიდიულ კომპანიაში პრეზიდენტმა წარმოგვიდგინა, როგორც კანდიდატურა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა. ნადირაშვილის განცხადებით,  გიორგი მიროტაძე პროკურატურას შეწყალების საქმეზე ჰყავს დაკითხული და მან არ იცის თუ რა როლი აქვს მიროტაძეს აღნიშნულ საქმეში. ნადირაშვილი ადმინისტრაციაში ნეპოტიზმზე მიუთითებს და აცხადებს, რომ პროკურატურამ უნდა შეისწავლოს როგორც  დიმიტრი გაბუნიას ელექტრონული მიმოწერა და კავშირები, ასევე შესაძლო  ნეპოტიზმის ფაქტებიც.

„საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მიროტაძის კანდიდატურა შემოიტანა და პარლამენტს სთხოვა მისი დამტკიცება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად. ეს ადამიანი სულ ცოტა ხნის წინ გამოკითხვაზე იმყოფებოდა პროკურატურაში. ის დაკითხეს შეწყალების საქმესთან დაკავშირებით იმის გამო, რომ არის პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ბატონი გაბუნიას პარტნიორი იურიდიულ კომპანიაში.

შესაბამისად, ჩვენ გვინდა ხაზი გავუსვათ გაბუნიას გავლენებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს პოლიტიკურ ნეპოტიზმთან, როდესაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის პარტნიორი იურიდიულ კომპანიაში პრეზიდენტმა წარმოგვიდგინა, როგორც კანდიდატურა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად. ჩვენ ვხვდებით, რომ ბატონი გაბუნია პირდაპირ ახდენს გავლენას პრეზიდენტზე და მას შეუძლია პრეზიდენტს თავს მოახვიოს საკუთარი კანდიდატურები და შემდეგ ის შემოგვთავაზონ პარლამენტში.

გაბუნია აშკარად დაკავებულია პოლიტიკური ნეპოტიზმით და ამის გამო ჩვენ გვინდა პროკურატურას მივმართოთ, ძალიან კარგად გამოიძიოს მისი გავლენები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში,"- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top