ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

ეს პერსონა

ყოფილი ცოლის მკვლელობის შემდეგ დაჭრილი მამაკაცი, თელავის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მამაკაცი ერთი კვირის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან დაზიანებები სახის არეში ჰქონდა მიყენებული რომელიც სავარაუდოდ,  თავადვე მიიყენა.

ცნობისთვის, თელავში ჭონქაძის ქუჩაზე 48 წლის ნონა ლაზარიაშვილი ყოფილმა ქმარმა მოკლა, შემდეგ კი სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან თვითდაზიანება მიიყენა.

 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top