ყოფილი მეუღლის და ყოფილი სიდედრის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ეს პერსონა

ყოფილი მეუღლის და  ყოფილი სიდედრის  მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი  განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული გ.ს. დამნაშავედ ცნო.  ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, დადასტურდა რომ  ბრალდებულმა  2018 წლის 22 დეკემბერს შვილები თავის საცხოვრებელ ბინაში წაიყვანა,  საღამოს საათებში კი ყოფილი ცოლის ბინაში მივიდა, დარწმუნდა, რომ მას და დედამისს ეძინათ, რის შემდეგაც საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელ კართან არსებული ბუნებრივი აირის ცენტრალური მილი გადაჭრა, მასზე რეზინის მილი დააერთა, რომლის მეორე ბოლოც  ბინის შესასვლელ კარში მიამაგრა. თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ს. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
 


 

0
0
0
0
0
კომენტარები
ეს პერსონა
Top